Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შრილა პრაბჰუპადას ამერიკაში ჩასვლის დღე

September 17, 2022
prabhupada-usa

შრილა პრაბჰუპადამ, ვისაც თითქმის არ ჰქონდა საკუთარი ფული, მოახერხა გამოექვეყნებინა შრიმად ბჰაგავატამის
მესამე ტომი ინგლისურ ენაზე, ორ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში. ამ ტემპით, მეცნიერულ სამყაროში
მისი პატივისცემის მატებასთან ერთად, ის შესაძლოა გამხდარიყო აღიარებული ფიგურა თანამემამულეებს შორის
მაგრამ მას არ იზიდავდა მატერიალური მიღწევები და თავისი ხედვა ჰქონდა.
სამოცდაცხრა წლის ასაკში, მესამე ტომის დაბეჭდვის შემდეგ, მან იგრძნო, რომ საბოლოოდ მზად იყო ამერიკაში
გამგზავრებისთვის, მას ხომ, კრიშნას წყალობით, სამი ტომი ხელთ ეპყრა.
ორმოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც შრილა ბჰაკტისიდჰანტა სარასვატიმ პირველად სთხოვა
კალკუტაში ახალგაზრდა აბჰაი ჩარანს, რომ ექადაგა დასავლეთში კრშნას ცნობიერება. თავიდან ეს
შეუძლებელი ჩანდა აბჰაი ჩარანისთვის, რომელიც ასე ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. შრილა პრაბჰუპადა: “მე დავგეგმე, რომ ამერიკაში უნდა წავსულიყავი. საერთოდ ლონდონში მიდიან ხოლმე,
მაგრამ მე არ მინდოდა ლონდონში წასვლა. უბრალოდ ვფიქრობდი როგორ წავსულიყავი ნიუ-იორკში.
მე ვგეგმავდი: ‘ამ გზით გავივლი, ტოკიოს გავლით, იაპონიას თუ იმ გზით?, რომელი გზაა იაფი?’
ეს იყო ჩემი წინადადება. მე კი ყოველთვის ნიუ-იორკზე ვიყავი გამიზნული. ხანდახან ვოცნებობდი,
რომ ნიუ-იორკში ჩავედი.” შემდეგ ბჰაკტივედანტა სვამი შეხვდა ბატონ აგარვალს, მათურას ბიზნესმენს, როდესაც მისტერ აგარვალმა
მოხალისედ გამოთქვა სურვილი დახმარებოდა ბჰაკტივედანტა სვამის, მან მოუწოდა მას ეს გაეკეთებინა. შრილა პრაბჰუპადა: “მე სერიოზულად არაფერი მითქვამს ბატონ აგარვალს, მაგრამ, შესაძლოა, მან ეს
ძალიან სერიოზულად მიიღო. მე ვუთხარი მას რომ ამერიკაში ქადაგება მინდოდა.”

შეიტყვეთ მეტი შრილა პრაბჰუპადას ამერიკაში ჩასვლის შესახებ.

Details