შრიმატი რადჰარანი უფალ კრშნას მარადიული მეუღლეა. ხუთი ათასი წლის წინ, როდესაც უფალი
კრიშნა მოვიდა ამ პლანეტაზე თავისი გართობების შესასრულებლად, ასევე გამოჩნდა შრიმატი რადჰარანიც.
მისი უწმინდესობის ვარშანა სვამის ლექციიდან:
“ნახევარმთვარის ღამეს, მეფე ვრიშაბჰანუ წავიდა მდინარე ჯამუნაში დასაბანად და შენიშნა წმინდა სიყვარულის
ოქროს აურის ნათება, რომელიც ლოტოსიდან მოდიოდა. ლოტოსში გოგონა იწვა. მეფემ ჩვილი სასახლეში
წაიყვანა. დედოფალი კირტიდა გაოგნდა როდესაც ჩვილი ბრმა ნახა.
უფალი კრიშნას დედამ, იაშოდამ, როცა გაიგო, რომ მის საუკეთესო მეგობარს კირტიდას ბავშვი ჰყავდა,
ესტუმრა მას ქმართან და შვილთან ერთად. უფალი კრიშნა აკვანთან მივიდა, ამ დროს შრიმატი რადჰარანის
თვალები აუფრიალდა, ფართოდ გახსნა და ლოტოსებივით აყვავდა. როგორც ჩანს, მას არ სურდა ამ
სამყაროში რაიმეს ნახვა, შრი კრიშნას გარდა.”