Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შრი კრიშნა ჯანმაშტამი

August 12, 2020 @ 6:00 am - 11:59 pm

ძვირფასო მეგობრებო,

2020 წლის 12 აგვისტოს, ოთხშაბათს, ბჰადრაპადას თვის კლებადი მთვარის მერვე დღეს აღინიშნება უზენაესი სახიერი ღმერთის შრი კრიშნას მოვლინების დღე – შრი კრიშნა ჯანმაშტამი!
„იადა იადა ჰი დჰარმასია გლანირ ბჰავატი ბჰარატა
აბჰიუტანამ ადჰარმასია ტადატმანამ სრიჯამი აჰამ“
ო ბჰარატას შთამომავალო, ყოველ დროს, როცა რჯული ემხობა და უღმერთობა იწყებს აღზევებას, მე თავად მოვდივარ ამქვეყნად – ეუბნება თავის ერთგულს უფალი.

2020 წლის 12 აგვისტოს, ოთხშაბათს, ვედური კულტურის ცენტრში (აშრამი – თბილისი, ავჭალა, ი.კაჭარავას 16, მეტრო სარაჯიშვილიდან რაგბის სტადიონის მიმართულებით – ავტობუსები: 11,70; სამარშუტო ტაქსი: 48) ჩატარდება სადღესასწაულო პროგრამა:
17:30 საათზე – კირტანი;
18:00 საათზე – აბჰიშეკა;
19:00 საათზე – ლექცია;
20:00 საათზე – გაურა არატი;
20:30 საათზე – სადღესასწაულო პრასადი;
კირტანი
24:00 – მაჰაარატი.
შუაღამემდე რეკომენდირებულია მარხვა.
გთხოვთ მობრძანდეთ!

Details