შივარამა სვამის საუბრები
რას ნიშნავს კარგად ცხოვრება? | შივარამა სვამი
შივარამა სვამის რჩევები ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და სათნოების მოდუსის გასაძლიერებლად, რომელსაც ტრანსცედენტულ ცოდნას აღვიძებს.
შივარამა სვამის რჩევები ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და სათნოების მოდუსის გასაძლიერებლად, რომელსაც ტრანსცედენტულ ცოდნას აღვიძებს.
რაზეც მთელი ცხოვრება იბრძვი და უამრავი დრო, ენერგია და ძალისხმევა გიჯდება – ფული, რეალურად ვერაფრით დაგეხმარება, როდესაც ეს ყველაზე მეტად გესაჭიროება. მსგავსად, რაც ცხოვრებას აზრს სძენს, რომელიც ჰაერივით უფასოა და რომლის გარეშეც ცხოვრება სრულიად უაზროა – თვითრეალიზაცია, შესაძლოა უბრალოდ ჩაგიქროლოს, თუ ხარისხიან დროსა და ყურადღებას არ დაუთმობ.
ყოველდღიურად ისე ვაგრძელებთ ცხოვრებას თითქოს მუდმივად ცოცხალი დავრჩებით მაგრამ რეალობა ისაა, რომ დრო გადის და თითოეული წამი საუკეთესოდ უნდა გამოვიყენოთ უნდა გავიაზროთ რა არის ცხოვრების მიზანი და მთელი ენერგია ჩავდოთ ამ მიზნის განხორციელებაში
რაც უფრო მაღალი შენობის აგება გსურს, მით უფრო ღრმა და მყარი უნდა იყოს საძირკველი, რადგან შენობას სწორედ საძირკველი იკავებს. ცხოვრებაშიც სწორედ ასეა: თუ მიზანი გაქვს, მისთვის საძირკველი უნდა მოამზადო. მაღალ მიზნებს, მათ შორის თვით-შეცნობას, საფუძვლიანი მომზადება და საყრდენი სჭირდება.
ცხოვრებაში უამრავ რამეს ვგეგმავთ რისი გარანტიაც არ გვაქვს: ვინ იქნება ჩვენი მეუღლე, როგორი კარიერა ავიწყოთ, რომელ სახლში ვიცხოვროთ… მაგრამ ერთი რამ, რაც გარანტირებული და გარდაუვალია, რომელზეც უმეტესობა ჩვენგანი გეგმებს არ ვაწყობთ – ეს გარდაცვალებაა. თუმცა, უნდა გვეშინოდეს თუ არა გარდაცვალების?
🔸 არსებობს მეცნიერება რეალური ბედნიერების შესახებ და იმისთვის, რომ მართლაც ბედნიერი იყო საწყისი კითხვაა: “ვინ ვარ მე?” 🔸 ვიდრე არ გაარკვევ რეალურად ვინ ხარ, საიდან უნდა მიხვდე რა გაბედნიერებს? და როგორ გეცოდინება სინამდვილეში რა არის ბედნიერება? ნახე მეტი 👇
დღესდღეობით ბევრი ჩვენგანი ვარჯიშობს იოგას ასანებს ან უფიქრია ვარჯიშის დაწყებაზე. თუმცა, საით მიჰყავხარ იოგას და საერთოდ რა არის მისი მიზანი? წონაში კლება, ყურადღების კონცენტრაცია თუ მეტი ფსიქო-ემოციური ჰარმონია? ამ შედეგების მიღწევა იოგით შესაძლებელია, თუმცა მისი მიზანი სულაც არაა, რადგან იოგას უფრო აღმატებული მიზანი აქვს და მის გაგებაში იოგას ოთხი საფეხურის Read more…
თუ წარმატება ესაა განათლება, კარიერა, დიდი სახლი და ძვირფასი მანქანა, როგორც ამას საზოგადოება გვკარნახობს, მაშინ რატომ ხდება რომ მსგავსი ტიპის წარმატება, როგორც წესი, იწვევს უამრავ დაბნეულობას, სიცარიელის შეგრძნებას, სტრესს, ფსიქიატრის და საძილე აბების საჭიროებას? ბჰაგავად-გიტას სწავლება სხვა პერსპექტივას გვთავაზობს: წარმატება ის კი არაა თუ რას წარმოადგენ, არამედ ის თუ ვინ Read more…
კარგი ადამიანები შემწყნარებელნი არიან… და შენ რამდენად შემწყნარებელი ხარ? ჩვენი სამყარო კონფლიქტების სამყაროა და თუ შენს ფასეულობებს მყარად ეყრდნობი, შეძლებ ყველა ტიპის სიძნელეს გაუმკლავდე, მათ შორის აუტანელსაც კი.
განა პირადი პასუხისმგებლობა არაა, რომ იცნობდე მას ვინც შენთან ყველაზე ახლოა? შენთვის ყველაზე ძვირფასი, შენი საკუთარი თავი! “როგორც ერთი მზე ანათებს მთელ სამყაროს, ასევე სხეულში მყოფი ერთი ცოცხალი არსებაც ანათებს მთელ სხეულს ცნობიერებით” – ბჰაგავად-გიტა 13.34