რადჰანათჰა სვამის საუბრები
ნუ დაითრგუნები | რადჰანათჰა სვამი
ყოველთვის მყისიერ შედეგებს ვერ ვიღებთ იმაზე რასაც ვაკეთებთ. აუცილებელია მოთმინება და თანმიმდევრულობა. დღესდღეობით ჩვენ მიჩვეული ვართ ცხოვრების დაჩქარებულ რიტმს, მყისიერ შედეგებს და მათით სწრაფად ტკბობას. თუმცა, სიღრმისეული ურთიერთობები და მნიშვნელოვანი მიღწევები, სწრაფად იშვიათად მოიპოვება. ისინი მოითხოვს საზრიან, ფაქიზ ქმედებებს და მოთმინებას.