კარმა – ქმედება და უკუქმედება | რადჰანათჰა სვამი

ცხოველებისგან განსხვავებით, რომელთაც დაპროგრამებული ცნობიერება მიეცათ, ადამიანებს თავისუფალი ნება მოგვენიჭა. თუმცა, თავისუფალი არჩევანის ძალაუფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობაც. “რასაც დასთეს, იმას მოიმკი” – ვედურ ტექსტებში ამას კარმის კანონი ჰქვია და ნიშნავს, რომ ყოველი ქმედება სათანადო უკუქმედებას იწვევს…

შურის დაძლევა კავშირის აღსადგენად | რადჰანათჰა სვამი

ყველაზე დიდი დაბრკოლება შემოქმედების პროცესში არის შური. თუ ვინმე აკეთებს რამეს ჩვენზე უკეთ, ჩვენ შური გვიპყრობს ან დეპრესიულები ვხდებით. თუ მე ვაკეთებ რამეს სხვებზე უკეთ, ამპარტავნება და ქედმაღლობა გვეუფლება… ეს თვისებები კი იწვევს ცნობიერების სავალალო მდგომარეობას. მაშ, როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ცრუ ეგოს ამ უფსკრულს?

დროის ძალა | რადჰანათჰა სვამი

დრო ისეთი ძლევამოსილია, რომ უდიადეს მეცნიერულ გონსაც კი არ შეუძლია მისი შეჩერება. მშვენიერებას არ ძალუძს მისი მოტყუება ან ცდუნება… სწორედ ამიტომ, როგორ განვკარგავთ ჩვენს დროს, ეს არის ყველაზე ძვირფასი სიმდიდრე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რადგან გვაქვს თავისუფალი ნება.

ნამდვილი სასწაული ცხოვრებაში – რადჰანათჰა სვამი

საგნები შექმნილია გამოყენებისთვის და ადამიანები შექმნილნი არიან, რომ გვიყვარდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად იმდენად ვცილდებით არსს, რომ გვიყვარს საგნები და ვიყენებთ ადამიანებს…

ნამდვილი კმაყოფილების განცდა – რადჰანათჰა სვამი

“ამ სამყაროში ჩემი ცხოვრების 65 წლის განმავლობაში, მე არასდროს მინახავს ვინმე, რომელიც უყვარდათ მათი ფულის ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო. შესაძლოა პატივს გცემდნენ, შესაძლოა ისიამოვნონ იმით, რასაც თქვენგან იღებენ… მაგრამ როდესაც თანავუგრძნობთ, როცა გვაქვს ღირებულებები, როცა ვისწავლეთ როგორ გვიყვარდეს სხვები, მაშინ ადამიანებს ვუყვარვართ ჩვენც”.

სასიცოცხლო გაკვეთილი ბუნებისგან | რადჰანათჰა სვამი

უზარმაზარ საუკუნოვან სექვოიას ხეებს ფესვები გაშლილი აქვთ, პატარა სექვოიას ხეები კი ძაფივით წვრილი ფესვებით, დიდი ხეების ფესვებს გარშემო ეხვევიან და მათგან მხარდაჭერას იღებენ. ესაა ბუნების გაკვეთილი კაცობრიობისთვის, რომ ნამდვილი ძალა ერთობაშია.

სიცხადე ქაოსში | რადჰანათჰა სვამი

დაბნეულობები და გამოწვევები ხშირად შთაგვაგონებს, რომ უფრო სიღრმისეულად ვეძიოთ. დაბრკოლებები რეალურად ძლიერ გვეხმარება ცნობიერების გახსნასა და ცხოვრების ღრმა წვდომაში. როდესაც ზედაპირულობა გვაკმაყოფილებს, სიღრმისეულად არასდროს ჩავიხედებით.

წარმატება ცხოვრებისეულ ბრძოლებში – რადჰანათჰა სვამი

როდესაც ცხოვრებისეულ ბრძოლაში ვართ ჩართული, ის მტკივნეულია ჩვენთვის და ჩვენი კეთილისმსურველთათვის, მაგრამ ეს სირთულეები რეალურად გვეხმარება უფრო გავძლიერდეთ. ადამიანები ხშირად ლოცულობენ მათი მდგომარეობის შეცვლაზე, მაგრამ ვერ ვიაზრებთ, რომ შესაძლოა ამ მდგომარეობაში იმიტომ აღმოვჩნდით, რათა თავად შევიცვალოთ.

ყველას აქვს უნიკალური მიზანი | რადჰანათჰა სვამი

“ცხოვრება ყველაზე რთული გამოცდაა. ბევრი ადამიანი იჭრება ამ გამოცდაში, რადგან სხვის კოპირებას ცდილობენ და ვერ იაზრებენ, რომ ყველას განსხვავებულ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი“. ეს ვიდეო შენ გეხება! ყველას უნიკალური შესაძლებლობები და ნიჭი აქვს, რომელთა გამოყენებაც შეუძლია, რათა ეს სამყარო უკეთეს ადგილად აქციოს

რა გავლენა აქვს არჩევანს ჩვენზე | რადჰანათჰა სვამი

ცხოვრების გემზე შესაძლოა შენ ვერ აკონტროლებ ქარის მიმართულებას, მაგრამ აფრების მიმართულება შენს ხელშია და ისიც, თუ როგორ უპასუხებ ცვლილების ქარს. წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების რა შედეგებსაც არ უნდა ვიმკიდეთ ახლა, შეგვიძლია ავირჩიოთ იმგვარი რეაგირება, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენთვის და გარშემომყოფთათვის. სწორედ ასე ვძერწავთ ჩვენს მომავალს.