2022 წლის 15 მაისი – ნარასიმჰა ჩატურდაში!

ვაისაკჰას თვის ზრდადი მთვარის მეთოთხმეტე დღეს აღინიშნება უზენაესი სახიერი ღმერთის მეთოთხმეტე ავატარის უფალი ნარასიმჰას მოვლინება.

„უზენაესი სახიერი ღმერთის მეთოთხმეტე ავატარა მოვიდა როგორც ლომკაცი – ნარასიმჰა და საკუთარი ბრჭყალებით ისე გახლიჩა უღმერთო იმპერატორ ჰირანიაკაშიპუს ძლევამოსილი სხეული, როგორც დურგალმა ლერწამის ღერო“ – შრიმად ბჰაგავატამი 1.3.18.

ამ დღეს რეკომენდირებულია მარხვა მზის ჩასვლამდე.

ვედაცენტრი გილოცავთ ბჰაგავან ნარასიმჰას მოვლინებას და გიწვევთ საკვირაო პროგრამაზე:

12:00 – კირტანი;

13:30 – აბჰიშეკა;

15:30 – ლექცია – ნანდაპრია პრაბჰუ;

17:00 – სადღესასწაულო პრასადი;

18:00 – გაურა არატი.

გთხოვთ მობრძანდეთ!

🌐ლექცია პირდაპირ ეთერში გავა ჩვენს ფეისბუქ გვერდზე!

📍 მისამართი: ი. კაჭარავას 16 (მეტრო სარაჯიშვილიდან რაგბის სტადიონის მიმართულებით – ავტობუსები: 11, 70; სამარშუტო ტაქსი: 475) (მეტრო ახმეტელიდან – სამარშუტო ტაქსი: 86)

📍 Google Map: https://goo.gl/maps/BmiEsGLDhaM9MBrr9