ძვირფასო მეგობრებო!

2022 წლის 14 თებერვალს, ორშაბათს, მაგჰას თვის ზრდადი მთვარის 13-ე დღეს ვაიშნავურ ტრადიციაში აღინიშნება ნიტიანანდა ტრაიოდაში – უფალი ნიტიანანდას მოვლინების დღე.

ამ დღეს რეკომენდირებულია შუადღემდე მარხვა.

უფალი ნიტიანანდა იგივე ბალარამაა – პირველსაწყისი სულიერი მოძღვარი, რომელიც უფალ ჩაიტანიასთან ერთად მოვიდა რათა უსასყიდლოდ გაეცა ყველაზე ვირადღირებული – ღმერთის უანგარო სიყვარული და სწავლება ღმერთზე მინდობისა – შარანაგატი.

ღმერთის წმინდა სახელების გალობისას უფალი ნიტიანანდა არ ითხოვს რაიმე მსხვერპლის გაღებას, მისი წყალობა თანაბრად მოეფინება ბრძენსა და სულელს, მდიდარსა და ღარიბს, ცოდვილსა და უცოდველს, ყველა მაძიებელს და მათაც კი ვინც ამ წყალობას არ ეძებს.

ვედური კულტურის ცენტრი აღნიშნავს უფალი ნიტიანანდას მოვლინების დღეს :

14:00 საათზე – აბჰიშეკა;

15:00 საათზე – ლექცია;

16:00 საათზე – სადღესასწაულო პრასადი;

18:00 საათზე – გაურა არატი;

გთხოვთ მობრძანდეთ!

აშრამი – თბილისი, ავჭალა, ი.კაჭარავას 16, მეტრო სარაჯიშვილიდან რაგბის სტადიონის მიმართულებით – ავტობუსები: 11,70; სამარშუტო ტაქსი: 48.

ვისაც სურვილი აქვს მიიღოს უფალი ნიტიანანდას განსაკუთრებული წყალობა და მადლი, შეუძლიათ მოვიდნენ დილიდანვე და დაეხმარონ ერთგულებს სამზარეულოში და დარბაზის გაფორმებაში.