კარტიკას თვის ზრდადი მთვარის მე-11 დღეს (2021 წელს – 14 ნოემბერია) იწყება ხუთდღიანი პერიოდი “ბჰიშმა პანჩაკა”.

კარტიკას თვის ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, კურუკშეტრას ველზე ისრებით დაცხრილულმა ბჰიშმამ სახელოვანი ცხოვრების გზა დიადი ქმედებებით განასრულა:

– უზენაეს ღმერთად, არსთაგანმრიგედ, ყოველ მიზეზთა მიზეზად აღიარა შრი კრიშნა და მას ჩააბარა საკუთარი თავი;

– გამარჯვებულ იმპერატორს გაანდო სახელმწიფოს მართვის ურთულესი ხელოვნება;

– კაცობრიობას დაუტოვა საკუთარი მოვალეობის შესრულების გზით კეთილდღეობის მიღწევის მარადიული ცოდნა.

ყოველივე ამის შემდეგ დიადი გვარის უძლეველმა მეომარმა დატოვა მიწიერი სხეული და ცათა სასუფეველი დაიმკვიდრა.

https://www.youtube.com/watch?v=Ol4W4UcOIOc

აღნიშნული ხუთი დღის განმავლობაში რეკომენდირებულია გაძლიერებული ლოცვა, მარხვა და ცხოვრების აზრზე კონცენტრაცია.