2021 წლის 15 ოქტომბერი – ვიჯაია დაშამი!
ძვირფასო მეგობრებო!
ვედურ ტრადიციაში აშვინის თვის მზარდი მთვარის მეათე დღეს ვიჯაია დაშამს (იგივე დაშარა) – გამარჯვების დღეს ზეიმობენ.
ამ დღეს უფალმა რამაჩანდრამ იზეიმა დემონ რავანაზე გამარჯვება.
თავისი ენერგეტიკით ვიჯაია დაშამი არანაკლებია ვიდრე აკშაია ტრიტია და ბოროტებაზე სიკეთის მარადიულ გამარჯვებას განასახიერებს.
2021 წელს ვიჯაია დაშამი 15 ოქტომბერს უწევს. ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი სასიკეთო საქმე რომელიც ბოროტების დაძლევისკენაა მიმართული (იგულისხმება საკუთარ თავში დემონური ბუნების დაძლევა და არა სხვებთან ბრძოლა) წარმატებით დასრულდება!
ვედური კულტურის ცენტრი გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ წარმატებას საკუთარ თავთან ბრძოლაში!