समानिपाद
სამადჰიპადა – სრულყოფილი აღქმის შესახებ

  1. अथ योगािुशासिम् ॥१॥
    ატჰა იოგანუშასანამ
    ატჰა – აჰა! (სარწმუნო გადმოცემა ჭეშმარიტი სწავლებისა);
    იოგა – კავშირი ცოცხალ არსებასა და უზენაეს ღმერთს შორის; ანუშასანამ – გადმოცემა;
    * აჰა სარწმუნო გადმოცემა იოგას სწავლებისა;
  2. योगनित्तवृनत्तनिरोिः ॥२॥
    იოგაშ ჩიტა–ვრიტი–ნიროდჰაჰ
    იოგაშ – იოგა;
    ჩიტა – ცნობიერება (ჭკუა+გონება+ეგო);
    ვრიტი – ბრუნვა, მორევი; ამ შემთხვევაში – აღქმის პროცესი ანუ ცნობიერებაში აღძრული აზრთა და ხატებათა ტალღები;
    ნიროდჰი – ალაგმვა, მოთოკვა;
    * იოგა არის ცნობიერებაში აღძრული ტალღების მოთოკვა;
  3. तदा द्रष्ुः स्वरूपेऽवस्थािम् ॥३॥
    ტადა დრაშტუჰ სვარუპე–ავასტჰანამ
    ტადა – ამ დროს (როდესაც ცნობიერებაში აღძრული ტალღები მოთოკილია);
    დრაშტურ – დამკვირვებელი(იოგი რომელმაც მოთოკა ცნობიერებაში აღძრული ტალღები);
    სვარუპა – ცოცხალი არსების ჭეშმარიტი და მარადიული სულიერი ფორმა;
    ავასტჰანამ – ურყევად, მტკიცედ დამკვიდრება;
    * ამ დროს დამკვირვებელი თავის მარადიულ სულიერ ფორმაში მკვიდრდება;
  4. वृनत्त सारूप्यनमतरत्र ॥४॥
    ვრიტი–სარუპიამ იტარატრა
    ვრიტი – ცნობიერებაში აღძრული ტალღები;
    სარუპია – იგივე, იდენტური ფორმა;
    იტარატრა – სხვა დროს (როდესაც ცნობიერებაში აღძრული ტალღები მოთოკილი არაა);
    * სხვა დროს კი იგი საკუთარ თავს ცნობიერებაში აღძრულ ტალღებთან აიგივებს;
  5. वृत्तयः पञ्चतय्यः निष्ानिष्ाः ॥५॥
    ვრიტაიაჰ პანჩატაიაჰ კლიშტაკლიშტაჰ
    ვრიტაიაჰ – ცნობიერებაში აღძრული ტალღები;
    პანჩატაიაჰ – ხუთი სახის;
    კლიშტა – ტანჯვა;
    აკლიშტა –ტანჯვისაგან თავისუფალი;
    * ცნობიერებაში აღძრული ტალღები რომელთაც მოაქვთ როგორც ტანჯვა ასევე შვება, ხუთნაირია:
  6. प्रमाण नवपययय नवकल्प निद्रा स्मृतयः ॥६॥
    პრამანა–ვიპარიაია–ვიკალპა–ნიდრა–სმრიტაიაჰ
    პრამანა – სინამდვილე (რეალობის აღქმა);
    ვიპარიაია – ილუზია (დამახინჯებული აღქმა);
    ვიკალპა – არარსებულის წარმოსახვა, ფანტაზია, ჰალუცინაცია;
    ნიდრა – ძილი;
    სმრიტი – მეხსიერება(გახსენება);
    * სინამდვილე, ილუზია, ფანტაზია, ძილი და გახსენება;
  7. प्रत्यक्षािुमािागमाः प्रमाणानि ॥७॥
    პრატიაკშანუმანაგამაჰ პრამანანი
    პრატიაკშა – უშუალო განცდა;
    ანუმანა – გონებრივი განსჯა;
    აგამა – სარწმუნო მოწმობები;
    პრამანანი – სინამდვილის წყაროები;
    * სინამდვილის წყაროებია – უშუალო განცდა, გონებრივი განსჯა და სარწმუნო მოწმობები;
  8. नवपयययो नमथ्याज्ञािमतद्रूप प्रनतष्ठम् ॥८॥
    ვიპარიაიო მიტჰია–გიანამ ატად–რუპა–პრატიშტჰამ
    ვიპარიაია – ილუზია (დამახინჯებული აღქმა);
    მიტჰია – მცდარი;
    გიანა – ცოდნა;
    ატად – არა ის;
    რუპა – ფორმა;
    პრატიშტჰა – შეესაბამება;
    * ილუზია მცდარი ცოდნაა და არ შეესაბამება სინამდვილეს;
  9. शब्दज्ञािािुपाती वस्तुशून्यो नवकल्पः ॥९॥
    შაბდა–გიანანუპატი ვასტუ–შუნიო ვიკალპაჰ
    შაბდა–გიანანუპატი – გრამატიკულად სწორი გამონათქვამი;
    ვასტუ – არსი;
    შუნია – სიცარიელე;
    ვიკალპა – ფანტაზია;
    * ფანტაზია არის გრამატიკულად გამართული მაგრამ არსს მოკლებული იდეა;
  10. अभावप्रत्ययािम्बिा तमोवृनत्तनियद्र ॥१०॥
    აბჰავა–პრატიაია–ალამბანა ტამოვრიტირ ნიდრა
    აბჰავა – არარსებობა;
    პრატიაია – აზროვნება;
    ალამბანა – დაყრდნობილი;
    ტამას – ინერტულობა;
    ვრიტი – ცნობიერების ცვალებადობა; ნიდრა – ძილი;
    * ძილი ცნობიერების ინერტული მდგომარეობაა რომელიც ეყრდნობა აზროვნების ბუნებრივ არარსებობას;
  11. अिुभूतनवषयासंप्रमोषः स्मृनतः ॥११॥
    ანუბჰუტა–ვიშაიასამპრამოშაჰ სმრიტიჰ
    ანუბჰუტა – უშუალო განცდა, აღქმისას მიღებული გამოცდილება;
    ვიშაია – აღქმის ობიექტი;
    ასამპრამოშა – არდაკარგვა;
    სმრიტი – მეხსიერება;
    * მეხსიერება – აღქმული ობიექტის ხატების არდაკარგვის უნარია;
  12. अभ्यासवैराग्याभ्यां तनिरोिः ॥१२॥
    აბჰიასა–ვაირაგიაბჰიამ ტან–ნიროდჰა
    აბჰიასა – პრაქტიკა, ვარჯიში;
    ვაირაგიაბჰიამ – განდეგილობით;
    ტან – მათი;
    ნიროდჰა – მოთოკვა;
    * ცნობიერებაში აღძრული ტალღების მოთოკვა შესაძლებელია ვარჯიშითა და განდეგილობით;
  13. तत्र नस्थतौ यत्नोऽभ्यासः ॥१३॥
    ტატრა სტჰიტაუ იატნო ’ბჰიასაჰ
    ტატრა – იქ (სულიერებაში);
    სტჰიტაუ – დამკვიდრება;
    იატნა – შეგნებული ძალისხმევა;
    აბჰიასა – ვარჯიში;
    * ვარჯიში არის სულიერებაში დასამკვიდრებლად საჭირო შეგნებული ძალისხმევა;
  14. स तु दीर्यकाि िैरन्तयय सत्कारादरासेनवतो दृढभूनमः ॥१४॥
    სა ტუ დირგჰა-კალა ნაირანტარია სატკარასევიტო დრიდჰა–ბჰუმიჰ
    სა – ეს (ძალისხმევა);
    ტუ – მაგრამ;
    დირგჰა – ხანგძლივი;
    კალა – დრო;
    ნაირანტარია – განუწყვეტლივ;
    სატკარასევიტო – ყურადღებით გამსჭვალული;
    დრიდჰა–ბჰუმი – ფესვგადგმული;
    * ეს ძალისხმევა მხოლოდ ხანგძლივი, უწყვეტი და გაცნობიერებული ვარჯიშის შემდეგ ხდება საფუძვლიანი;
  15. दृष्ािुश्रनवकनवषयनवतृष्णस्य वशीकारसंज्णा वैराग्यम् ॥१५॥
    დრიშტანუშრავიკა–ვიშაია–ვიტრიშნასია ვაშიკარასანია ვაირაგიამ დრიშტა – ნანახი;
    ანუშრავიკა – გაგონილი, ასევე ვედებში(შრუტი) აღწერილი და ტრადიციად ქცეული რიტუალები;
    ვიშაია – მატერიალური ობიექტი;
    ვიტრიშნასია – ძლიერი მისწრაფების შეკავება;
    ვაშიკარასანია – გაბატონება;
    ვაირაგიამ – განდეგილობა;
    * განდეგილობა ქვია როცა ადამიანი თავშეკავების მეშვეობით გაბატონდება მიწიერ მისწრაფებებზე და მშვიდად ეკიდება ნანახს, გაგონილს თუ წმინდა წერილების ხატოვანი ენით აღწერილ და ტრადიციად ქცეულ რიტუალებს;
  16. तत्परं पुरुषख्यातेः गुणवैतृष्ण्यम् ॥१६॥
    ტატ–პარამ პურუშა–კჰიატერ გუნა–ვაიტრიშნიამ
    ტატ – ის (განდეგილობა);
    პარამ – უმაღლესი;
    პურუშა–კჰიატერ – სულიერი ხედვა;
    გუნა–ვაიტრიშნიამ – მატერიალური სამყაროს სამი გუნით (სატვა, რაჯასი, ტამასი) გამოწვეული მისწრაფებების დაძლევა არა თავშეკავებით, არამედ მათდამი ინტერესის გაქრობის გამო, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ახალი სულიერი ინტერესების, ემოციებისა და შეგრძნებების წარმოშობით.
    * უმაღლესი განდეგილობა კი სულიერი ხედვის მიღწევისას მიწიერი მისწრაფებებისადმი ინტერესის დაკარგვაა;
  17. नवतकयनवचारािन्दानस्मतारुपािुगमात्संप्रज्ञातः ॥१७॥
    ვიტარკა ვიჩარ–ანანდა–ასმიტა–რუპანუგამატ სამპრაგიატაჰ
    ვიტარკა – აღქმა განსჯისა და გრძნობების საშუალებით, როცა შესაცნობი ობიექტი, მისი სახელი და მნიშვნელობა ერთმანეთზე არიან გადაჯაჭვულნი;
    ვიჩარა – ობიექტის აღქმა განსჯისა და გრძნობების გარეშე, როცა განვითარებულია უნარი ობიექტის, მისი სახელისა და მნიშვნელობის ცალ-ცალკე აღქმისა;
    ანანდა – არამიწიერი ნეტარება;
    ასმიტა – „მე ვარ“ – საკუთარი მეობის შეგრძნება;
    რუპანუგამატ – ერთიან ფორმაში შერწყმის შემდეგ – ანუ როდესაც ობიექტის არსზე კონცენტრირებული დამკვირვებლისათვის ნათელი ხდება რომ აღსაქმელი ობიექტი, აღქმის პროცესი და აღმქმელი (ჩიტა – ცნობიერება) ერთი და იგივე მატერიალური სამყაროს (პრაკრიტი) ელემენტებია და ბუნებით ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან; სამპრაგიატაჰ – სამპრაგიატაჰ სამადჰი – სრულყოფილი აღქმა.
    * აღქმა სრულყოფილი ხდება როცა იგი ჯერ განსჯისა და გრძნობების საშუალებით, შემდეგ კი მათ გარეშე ხდება. შედეგად ცნობიერება, შესაცნობი ობიექტი და შეცნობის პროცესი ერთ ფორმაში შეირწყმება და დამკვირვებლისაგან განცალკევდება. დამკვირებელი ხედავს რომ იგი მატერიალური ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებობს და ამის გამო არამიწიერი ნეტარება ეუფლება;
  18. नवरामप्रत्ययाभ्यासपूवयः संस्कारशेषोऽन्यः ॥१८॥
    ვირამა–პრატიაიაბჰიასაჰ პურვა–სამსკარაშეშო ‘ნიაჰ
    ვირამა – შეჩერებული ცნობიერება;
    პრატიაიაბჰიასაჰ – განდეგილობითა და ვარჯიშის საშუალებით;
    პურვა – მანამდე;
    სამსკარაშეშო – კარმიული ანაბეჭდებისაგან თავისუფალი;
    ანიაჰ – სხვანაირი ანუ ასამპრაგიატაჰ სამადჰი – ცნობიერების მიღმა დაუნჯება;
    * განდეგილობისა და ვარჯიშის შემდგომი გაგრძელების წყალობით ცნობიერება ჩერდება და თავისუფლდება კარმიული ანაბეჭდებისაგან. ამ დროს აღქმა სხვანაირი (ცნობიერების მიღმა) ხდება;  
  19. भवप्रत्ययो नवदेहप्रकृनतियािम् ॥१९॥
    ბჰავა–პრატიაიო ვიდეჰა–პრაკრიტილაიანამ
    ბჰავა – ხასიათი, ბუნება;
    პრატიაიო – განდეგილობა;
    ვიდეჰა – სხეულიდან გამოსული;
    პრაკრიტილაიანამ – მატერიალური ელემენტებთან შერწყმა, ანუ სტიქიების მართვის შესაძლებლობა;
    * ზოგიერთი იბადება სრულყოფილი აღქმის უნარით მაგრამ არასაკმარისი განდეგილობის გამო მათ შესაძლოა გაუჩნდეთ მისწრაფება გამოვიდნენ სხეულიდან და მართონ სტიქიები როგორც ღმერთებმა;
  20. श्रद्धावीययस्मृनत समानिप्रज्ञापूवयक इतरेषाम् ॥२०॥
    შრადჰა–ვირია–სმრიტი–სამადჰი–პრაგია–პურვაკა იტარეშამ
    შრადჰა – რწმენა;
    ვირია – გმირობა, თავგანწირვა;
    სმრიტი – დამახსოვრება;
    სამადჰი – დაუნჯება;
    პრაგია – თვითანალიზი;
    პურვაკა – წინ უსწრებს;
    იტარეშამ – სხვები;
    * სხვებისათვის კი სრულყოფილი აღქმის განცდას წინ უსწრებს რწმენა, თავგანწირვა და მიზნის არდავიწყება;
  21. तीव्रसंवेगािामासिः ॥२१॥
    ტივრა–სამვეგანამ ასანაჰ
    ტივრა – ინტენსიური;
    სამვეგანამ – ძლიერი მისწრაფება;
    ასანაჰ – ახლოა;
    * რაც უფრო ინტენსიურია კონცენტრაცია და ძლიერია მისწრაფება, მით უფრო ახლოა მიზანი;
  22. मृदुमध्यानिमात्रत्वात्ततोऽनप नवशेषः ॥२२॥
    მრიდუ მადჰია–დჰიმატრატვა’ ტატო’ პი ვიშეშაჰ
    მრიდუ – ნაზი, სუსტი;
    მადჰია – საშუალო;
    დჰიმატრატვა – უკიდურესად ინტენსიური;
    ტატა – აქედან;
    აპი – ასევე;
    ვიშეშაჰ – შედეგები;
    * კონცენტრაციის დაბალი ინტენსიურობიდან საშუალოზე და შემდეგ უკიდურესად მაღალზე გადასვლა – აი ეს იძლევა შედეგს;
  23. ईश्वरप्रनणिािाद्वा ॥२३॥
    იშვარა–პრანიდჰანად–ვა
    იშვარა – ღმერთი;
    პრანიდჰანა – წყალობის იმედი;
    ვა – ასევე;
    * ასევე ღმერთის წყალობის იმედი (ღმერთზე მინდობა);
  24. िेश कमय नवपाकाशयैःपरामृष्ः पुरुषनवशेष ईश्वरः ॥२४॥
    კლეშა–კარმა–ვიპაკაშაიაირ აპარამრიშტაჰ პურუშავიშეშა იშვარაჰ
    კლეშა – სატანჯველი;
    კარმა – მიზეზ-შედეგობრივი კავშირი;
    ვიპაკაშაია – ქვეცნობიერში დაფარული შთაბეჭდილებები;
    აპარამრიშტაჰ – შეურყვნელი;
    პურუშავიშეშა – განსაკუთრებული პიროვნება;
    იშვარა – ღმერთი;
    * ღმერთი ის განსაკუთრებული პიროვნებაა რომელსაც ვერ ეხება ამქვეყნიური სატანჯველი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები თუ ქვეცნობიერში დაფარული შთაბეჭდილებები; 
  25. तत्र निरनतशयं सवयज्ञबीजम् ॥२५॥
    ტატრა ნირატიშაიამ სარვა–გნია–ბიჯამ
    ტატრა – მასში;
    ნირატიშაიამ – შეუდარებელი;
    სარვა – ყოველი;
    გიანა – ცოდნა;
    ბიჯამ – მაცვალი, თესლი
    * მასში შეუდარებელი სიდიადით სუფევს ყოველი ცოდნის საწყისი თესლი;
  26. स एष पूवेषामनपगुरुः कािेिािवच्छेदात् ॥२६॥
    სა ეშაჰ პურვეშამ–აპი–გურუჰ კალენა–ანავაჩჰედატ
    სა ეშაჰ – რადგანაც ის;
    პურვეშამ – უძველესი;
    აპი – აგრეთვე;
    გურუ – მოძღვარი;
    კალენა–ანავაჩჰედატ – რაზედაც დრო არ მოქმედებს;
    * ჟამთა სრბოლაში დაუსაბამო იგი არის ყველა დროის მოძღვართ მოძღვარი;
  27. तस्य वाचकः प्रणवः ॥२७॥
    ტასია ვაჩაკაჰ პრანავაჰ
    ტასია – მისი;
    ვაჩაკა – გამოითქმის;
    პრანავა – წმინდა მარცვალი „ომ“ – ომკარა;
    * სახელი მისი გამოითქმის როგორც ომკარა;
  28. तज्जपः तदथयभाविम् ॥२८॥
    ტაჯჯაპას ტადართჰაბჰავანამ
    ტაჯჯაპას – მისი სახელის გამეორება;
    ტად – იგი;
    ართჰა – ღირებულება;
    ბჰავანამ – არსებობის;
    * მისი სახელის გამეორება ცხოვრების მთავარი ღირებულებაა;  
  29. ततः प्रत्यक्चेतिानिगमोऽप्यन्तरायाभवि ॥२९॥
    ტატაჰ პრატიაკჩეტანადჰიგამო’პი–ანტარაიაბჰავაშ–ჩა
    ტატაჰ – აქედან (წმინდა სახელის გამეორების შედეგად); პრატიაკჩეტანადჰიგამო – სულიერი ცნობიერების განცდა;
    აპი – ჭეშმარიტად;
    ანტარაია – დაბრკოლებები;
    აბჰავაშ – გაქრობა;
    ჩა – ასევე;
    * ამ გამეორების შედეგად ჭეშმარიტად ჩნდება სულიერი განცდები და ქრება დაბრკოლებები სულიერი განვითარების გზაზე;
  30. व्यानि स्त्याि संशय प्रमादािस्यानवरनत भ्रानन्तदशयिािब्धभूनमकत्वािवनस्थतत्वानि नचत्तनवक्षेपाः ते अन्तरायाः ॥३०॥
    ვიადჰი–სტიანა–სამშაია–პრამადა–ალასია–ავირატე–ბჰრანტიდარშანა– ალაბდჰაბჰუმიკატვა –ანავასტჰიტატვანი ჩეტავიკშეპას ტე ანტარაიაჰ ვიადჰი – ავადმყოფობა;
    სტიანა – გონებრივი სიზარმაცე;
    სამშაია – ეჭვები;
    პრამადა – გულგრილობა, ფორმალური, მექანიკური მიდგომა;
    ალასია – მოთენთილობა, ინერტულობა;
    ავირატე – თავშეუკავებლობა;
    ბჰრანტი–დარშანა – ცრუ გამოცხადება, ჰალუცინაცია;
    ალაბდჰა–ბჰუმიკატვა – კონცენტრაციის უუნარობა, ჭკუის მოუსვენრობა; ანავასტჰიტატვანი – კონცენტრაციის არასტაბილურობა, მიღწეული დონის ვერშენარჩუნება;
    ჩეტავიკშეპა – ჭკუის გაფანტულობა; ტე – ესენი; ანტარაია – დაბრკოლებები;
    * ეს დაბრკოლებები რომლებიც ჭკუის გაფანტულობიდან მოდიან შემდეგია: ავადმყოფობა, სიზარმაცე, ეჭვები, გულგრილობა, ინერტულობა, თავშეუკავებლობა, ცრუ ხილვები, კონცენტრაციის უუნარობა და არასტაბილური კონცენტრაცია;
  31. दुःखदौमयिस्याङ्गमेजयत्वश्वासप्रश्वासाः नवक्षेप सहभुवः ॥३१॥
    დუკჰა დაურმანასია ანგამ–ეჯაიატვა შვასა–პრაშვასაჰ ვიკშეპა–საჰაბჰუვაჰ დუკჰა – დარდი;
    დაურმანასია – ჭკუის ცუდი განწყობა, სასოწარკვეთა;
    ანგამ–ეჯაიატვა – სხეულის ნაწილების მოუსვენრობა ერთ პოზაში ხანგძლივად ყოფნისას;
    შვასა–პრაშვასაჰ – არათანაბარი სუნთქვა;
    ვიკშეპა–საჰაბჰუვაჰ – ცნობიერების გაფანტულობის თანამგზავრები;
    * ჭკუის გაფანტულობას თან ახლავს დარდი, სასოწარკვეთა, სხეულის მოუსვენრობა და არათანაბარი სუნთქვა;
  32. तत्प्रनतषेिाथयमेकतत्त्वाभ्यासः ॥३२॥
    ტატ პრატიშედჰართჰამ ეკა–ტატვა აბჰიასა
    ტატ – ამის (ჭკუის გაფანტულობის);
    პრატიშედჰართჰა – თავიდან აცილება;
    ეკა–ტატვა – ერთი არსი, ერთი ჭეშმარიტება, ერთი ობიექტი;
    აბჰიასა – ვარჯიში;
    * ჭკუის გაფანტულობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვარჯიში ერთ ობიექტზე კონცენტრაციაში;
  33. मैत्री करुणा मुनदतोपेक्षाणांसुखदुःख पुण्यापुण्यनवषयाणां भाविातः नचत्तप्रसादिम् ॥३३॥ მაიტრი კარუნა მუდიტოპეკშანამ სუკჰა–დუკჰა პუნია–აპუნიავიშაიანამ ბჰავანატაშ ჩეტაპრასადანამ
    მაიტრი – დამეგობრება;
    კარუნა – თანაგრძნობა;
    მუდიტა – სიმპათიები;
    უპეკშანამ – ნეიტრალურობა, თავის შეკავება;
    სუკჰა–ვიშაიანამ – მათ მიმართ ვინც ბედნიერია;
    დუკჰა–ვიშაიანამ – მათ მიმართ ვინც იტანჯება;
    პუნია–ვიშაიანამ – მათ მიმართ ვინც ღირსეულია;
    აპუნია–ვიშაიანამ – მათ მიმართ ვინც უღირსია;
    ბჰავანატაშ – რაიმე თვისებების განვითარება, კულტივაცია; ჩეტაპრასადანამ – ცნობიერებისათვის წყალობის მიმცემი, განმწმენდი;
    * ჭკუაზე სასიკეთო ზემოქმედებას ახდენს შემდეგი თვისებების განვითარება: ბედნიერ ადამიანებთან დამეგობრება, ტანჯულთა მიმართ თანაგრძნობა, ღირსეულთა მოწონება და უღირსთაგან თავის არიდება;
  34. प्रच्छदयिनविारणाभ्यां वा प्राणस्य ॥३४॥
    პრაჩჩჰარდანა ვიდჰარანაბჰიამ ვა პრანასია
    პრაჩჩჰარდანა – ნელი ამოსუნთქვა;
    ვიდჰარანაბჰიამ –შეკავება;
    ვა – ასევე;
    პრანასია – პრანის მიმოქცევა, სუნთქვა;
    * ასევე ნელი ამოსუნთქვა და სუნთქვის შეკავება;
  35. नवषयवती वा प्रवृनत्तरुत्पिा मिसः नस्थनत निबनििी ॥३५॥
    ვიშაიავატი ვა პრავრიტიუტპანა მანასაჰ სტჰიტი ნიბანდჰინი
    ვიშაიავატი – ზებუნებრივი;
    პრავრიტი – მზაობა;
    უტპანა – წარმოქმნილი;
    მანას – ჭკუა;
    სტიტჰი–ნიბანდჰინი – სტაბილურობის თვისება;
    * ასევე ზებუნებრივი განცდები ანიჭებს ჭკუას სტაბილურობას;
  36. नवशोका वा ज्योनतष्मती ॥३६॥
    ვიშოკა ვა ჯიოტიშმატი ვიშოკა – ტანჯვისაგან თავისუფალი;
    ვა – ასევე;
    ჯიოტიშმატი –გასხივოსნება;
    * ასევე ტანჯვისაგან განთავისუფლება და ნათელის გადმოსვლა;
  37. वीतराग नवषयम् वा नचत्तम् ॥३७॥
    ვიტა რაგა ვიშაიამ ვა ჩიტამ
    ვიტა რაგა ვიშაიამ – ვინც დაძლია მიჯაჭვულობა;
    ვა – ასევე;
    ჩიტა – ცნობიერება;
    * ასევე იმ პიროვნებაზე მედიტაცია რომელმაც დაძლია მიჯაჭვულობა და მიაღწია ჭკუის სიმშვიდეს.
  38. स्वप्ननिद्रा ज्ञािािम्बिम् वा ॥३८॥
    სვაპნა–ნიდრა–გიანალამბანამ ვა
    სვაპნა – სიზმარი;
    ნიდრა – ძილი;
    გიანა – ცოდნა;
    ალამბანა – დაყრდნობილი;
    ვა – ასევე;
    * ასევე სიზმარში ან ღრმა ძილში მიღებული ცოდნა;
  39. यथानभमतध्यािाद्वा ॥३९॥
    იატაბჰიმატა–დჰიანად ვა
    იატაბჰიმატა – რაიმე სასიამოვნო;
    დჰიანა – მედიტაცია;
    ვა – ასევე;
    * ასევე რაიმე სასიამოვნოზე მედიტაცია;
  40. परमाणु परममहत्त्वान्तोऽस्य वशीकारः ॥४०॥
    პარამანუ–პარამა–მაჰატვანტო’ სია ვაშიკარაჰ
    პარამანუ–პარამა–მაჰატვანტა – უმცირესიდან უდიდესამდე;
    ასია – მისი(იოგის, რომელმაც მიაღწია ჭკუის მოთოკვას);
    ვაშიკარაჰ – გაბატონება
    * მისთვის ვინაც ჭკუა მოთოკა ყოველივე საცნაურია ამ სამყაროში – უმცირესიდან უდიდესამდე, მარტივიდან ურთულესამდე;
  41. क्षीणवृत्तेरनभजातस्येव मणेर्ग्यहीतृर्ग्हणर्ग्ाह्येषु तत्स्थतदञ्जिता समापनत्तः ॥४१॥
    კშინა–ვრიტერ აბჰიჯატასიევა მანერ გრაჰიტრა–გრაჰანა–გრაჰიეშუ ტატ–სტჰა ტად–ანჯანატა სამაპატიჰ
    კშინა–ვრიტეჰ – როდესაც ცნობიერებაში აღძრული ტალღები მიილევა, ანუ დამშვიდებული ჭკუა;
    აბჰიჯატასია – გამჭვირვალობა;
    ივა – თითქოს; მანერ – კრისტალის;
    გრაჰიტრა – შემმეცნებელი;
    გრაჰანა – შემეცნების ინსტრუმენტი – გრძნობები;
    გრაჰიეშუ – შესაცნობი ობიექტი;
    ტატ–სტჰა – მასში (შესაცნობ ობიექტში) შესვლა, დამკვდრება;
    ტად – ანჯანატა – მას (შესაცნობ ობიექტს) განმსჭვალავს;
    სამაპატიჰ – სრულად გაიგივება (შესაცნობ ობიექტთან).
    * ისევე როგორც გამჭვირვალე კრისტალი ღებულობს მის უკან მყოფი საგნის შეფერილობას, დამშვიდებული ჭკუა შესაცნობ ობიექტს განმსჭვალავს და სრულად იგივდება მასთან. ამ დროს ჭკუა თავად არის შემმეცნებელიც, შეცნობის საშუალებაც და შესაცნობი ობიექტიც;
  42. तत्र शब्दाथयज्ञािनवकल्पैः संकीणाय सनवतकाय समापनत्तः ॥४२॥
    ტატრა შაბდართჰაგიანა–ვიკალპაი სანკირნა სავიტარკა სამაპატიჰ
    ტატრა – აქ;
    შაბდა – სიტყვა, აღსაქმელი ობიექტის შესაბამისი სახელი-ვიბრაცია სივრცეში;
    არტჰა – ღირებულება – ამ შემთხვევაში ობიექტის ექვივალენტი მნიშვნელობა გრძნობებისა და ტანმატრის დონეზე;
    გიანა – ცოდნა – ამ შემთხვევაში ცნობიერებაში აღძრული ობიექტის ხატება;
    ვიკალპა – წარმოსახვა;
    სანკირნა – შეთავსებული, გადაჯაჭვული;
    სავიტარკა სამაპატი – ლოგიკური აღქმა.
    * დასაწყისში, როცა შესაცნობი ობიექტის ხატება, მისი სახელი და მნიშვნელობა ერთმანეთზე არიან გადაჯაჭვულნი, აღქმა არის სავიტარკა, ანუ განსჯისა და გრძნობების საშუალებით;
  43. स्मृनतपनरशुद्धौ स्वरूपशून्येवाथयमात्रनिभायसा निनवयतकाय ॥४३॥
    სმრიტი–პარიშუდჰაუ სვარუპა–შუნიევართჰა–მატრა–ნირბჰასა ნირვიტარკა
    სმრიტი – მეხსიერება;
    პარიშუდჰა – გაწმენდილი;
    სვარუპა შუნია – საკუთარი ფორმას მოკლებული;
    ვა – ასევე;
    ართჰა-მატრა-ნირბჰასა – მნიშვნელობისაგან თავისუფალი, არაგრძნობიერი;
    ნირვიტარკა – არაგრძნობიერი აღქმა (ნირვიკალპა სამადჰი).
    * როცა მეხსიერება გაწმენდილია წარსულის შთაბეჭდილებებისაგან, შესაძლებელი ხდება ობიექტის სახელის, მნიშვნელობისა და ხატების განცალკევებულად აღქმა. ამ დროს ცნობიერება საკუთარი ფორმისაგან თავისუფლდება, შესაცნობი ობიექტის ფორმას ღებულობს და აღქმა არის ნირვიტარკა, ანუ განსჯისა და გრძნობების გარეშე;
  44. एतयैव सनवचारा निनवयचारा च सूक्ष्मनवषय व्याख्याता ॥४४॥
    ეტაიაივა სავიჩარა ნირვიჩარა ჩა სუკშმა–ვიშაია ვიაკჰიატა
    ეტაივა – ასეთივეა;
    სავიჩარა – აღქმა, ამ დროს პიროვნება(სული) ობიექტებს აღიქვამს ცნობიერებაში აღძრული ხატების საშუალებით;
    ნირვიჩარა – აღქმა ცნობიერების გარეშე, როცა დამკვირვებელი(სული) ობიექტებს აღიქვამს უშუალოდ, ცნობიერებაში აღძრული ხატების გარეშე;
    ჩა – ასევე;
    სუკშმა ვიშაია – ნატიფი დონეები;
    ვიაკჰიატა – განმარტება;
    * ასევე განიმარტება აღქმა ნატიფ დონეებზე: სავიჩარა და ნირვიჩარა;
  45. सूक्ष्मनवषयत्वम्चानिण्ग पययवसािम् ॥४५॥
    სუკშმა–ვიშაიატვამ ჩა ლინგა–პარიავასანამ
    სუკშმა-ვიშაია – ნატიფი დონეები( ატმა და პარამატმა);
    ტვამ ჩა – ასევე შენში;
    ლინგა პარიავასანამ – ცნობიერზე მაღლა.
    * ნატიფი სფეროები ცნობიერის მიღმა იწყება;
  46. ता एव सबीजस्समानिः ॥४६॥
    ტა ევა საბიჯა სამადჰიჰ
    ტა – ესენი (ფაქიზ სფერომდე);
    ევა – მხოლოდ;
    ბიჯა – მარცვალი, თესლი;
    საბიჯა სამადჰი – სამადჰი ნარჩენი კარმული ანაბეჭდებით;
    * ნატიფ სფეროებამდე აღქმას ყოველთვის მოაქვს კარმული შედეგები;
  47. निनवयचारवैशारद्येऽध्यात्मप्रसादः ॥४७॥
    ნირვიჩარა–ვაიშარადჰე’დჰიატმა–პრასადაჰ
    ნირვიჩარა – არაცნობიერი, სულიერი სამადჰი;
    ვაიშარადჰე – მშვიდი, შეურყეველი დინება;
    ადჰიატმა – სულისმიერი;
    პრასადაჰ – წყალობა.
    * მშვიდი და შეურყეველი ნირვიჩარა სულიდან მომდინარე წყალობაა;
  48. ऋतंभरा तत्र प्रज्ञा ॥४८॥
    რიტამ–ბჰარა ტატრა პრაგია
    რიტამ ბჰარა – ჭეშმარიტების მატარებელი;
    ტატრა პრაგია – ის ცოდნა (ნირვიჩარა აღქმა).
    * ნირვიჩარას დროს მიღებული ცოდნა ჭეშმარიტებას ასახავს;
  49. श्रुतािुमािप्रज्ञाभ्यामन्यनवषया नवशेषाथयत्वात् ॥४९॥
    შრუტანუმანა–პრაგიაბჰიამ ანია–ვიშაია ვიშეშართჰატვატ
    შრუტი – წმინდა წერილები, შასტრები;
    ანუმანა – გონებრივი განსჯა;
    პრაგიაბჰიამ – მიღებული ცოდნა;
    ანია ვიშაია – სხვა რეალობა;
    ვიშეშართჰა – განსხვავება;
    ტვად – მისაგან (ნირვიჩარა სამადჰის განცდა).
    * ნირვიჩარას დროს მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც გრძნობებისა და განსჯის საშუალებით, ასევე და წმინდა წერილების თეორიული შესწავლით მიღებული ცოდნისაგან;
  50. तज्जस्संस्कारोऽन्यसंस्कार प्रनतबिी ॥५०॥
    ტაჯ–ჯა სამსკარო’ ნია–სამსკარა–პრატიბანდჰი
    ტაჯ-ჯა – მისგან შობილი;
    სამსკარა – შთაბეჭდილება, ცნობიერებაში აღბეჭდილი კვალი;
    ანია სამსკარა – სხვა სამსკარები;
    პრატიბანდჰი – დათრგუნვა.
    * ნირვიჩარას დროს შობილი სამსკარები შლის მანამდე არსებულ სხვა სამსკარებს;
  51. तस्यानप निरोिे सवयनिरोिानिबीजः समानिः ॥५१॥
    ტასიაპი ნიროდჰე სარვა–ნიროდჰან ნირბიჯა სამადჰიჰ
    ტასია აპი – თვით ამის (ნირვიჩარა სამადჰისაგან შობილი სამსკარები); ნიროდჰე – მოთოკვა;
    სარვა ნიროდჰა – ყოველგვარი მატერიალური ტენდენციების მოთოკვა, განთავისუფლება;
    ნირბიჯა – კარმიული ანაბეჭდებისაგან თავისუფალი.
    * როცა თვით ნირვიჩარას დროს შობილი სამსკარები აილაგმება, მატერიალური ტენდენციები ქრება და სული სამუდამოდ თავისუფლდება. ეს არის ნირბიჯა სამადჰი – კარმული ანაბეჭდებისაგან თავისუფალი სრულყოფილი აღქმა. იტი პატანჯალა იოგასუტრე სამადჰიპადა პრათჰამაჰ ასეთია პატანჯალის იოგა სუტრების პირველი ნაწილი – სამადჰიპადა

साििपाद სადჰანაპადა – ძალისხმევის შესახებ

  1. तपः स्वाध्यायेश्वरप्रनणिािानि नियायोगः ॥१॥
    ტაპა-სვადჰიაია-იშვარაპრანიდჰანანი კრია-იოგა
    ტაპას – ასკეტიზმი, გრძნობების მოთოკვა;
    სვადჰიაია – განსწავლა, შასტრების შესწავლა სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით;
    იშვარა პრანიდჰანა – ღმერთზე მინდობა, იმ ფაქტის აღიარება რომ შედეგს მხოლოდ ღმერთი იძლევა და ამ შედეგის მისაღებად საკუთარი ძალისხმევა აუცილებელია მაგრამ არასაკმარისი;
    კრია-იოგა – მოქმედების იოგა.
    * მოქმედების იოგა არის გრძნობების მოთოკვა, განათლება და ღმერთზე მინდობა;
  2. समानिभाविाथयः िेश तिूकरणाथयि ॥२॥
    სამადჰი-ბჰავანართჰა კლეშა-ტანუ-კარანართჰაშ ჩა
    სამადჰი-ბჰავანართჰა – სრულყოფილი აღქმის მისაღწევად;
    კლეშა – მტანჯველი ფაქტორი;
    ტანუ-კარანართჰა – შემცირებისათვის;
    ჩა – ასევე.
    * მისი მიზანია სრულყოფილი აღქმის მიღწევა და ამ გზაზე არსებული მტანჯველი ფაქტორების განეიტრალება;
  3. अनवद्यानस्मतारागद्वेषानभनिवेशः िेशाः ॥३॥
    ავიდია-ასმიტა-რაგა-დვეშა-აბჰინივეშა კლეშაჰ
    ავიდია – უმეცრება;
    ასმიტა – ცრუ ეგო, სკუთარი თავის გაიგივება სხეულთან და მის გარემოცვასთან;
    რაგა – რაიმეზე მიჯაჭვულობა;
    დვეშა – რაიმეს არნდომა, ზიზღი;
    აბჰინივეშა – სიცოცხლის ინსტიქტი, არსებობის შეწყვეტის შიში;
    პანჩა – ხუთი;
    კლეშაჰ – მტანჯველი ფაქტორები.
    * მტანჯველი ფაქტორებია: უმეცრება, ცრუ ეგო, ნდომა, არნდომა და არსებობის შეწყვეტის შიში;
  4. अनवद्या क्षेत्रमुत्तरेषाम् प्रसुप्ततिुनवनच्छिोदाराणाम् ॥४॥
    ავიდია კშეტრამ უტარეშამ პრასუპტა-ტანუ-ვიჩჰინოდარანამ
    ავიდია – უმეცრება;
    კშეტრამ – ველი;
    უტარეშამ – სხვა დანარჩენი;
    პრასუპტა – მთვლემარე;
    ტანუ – დასუსტებული;
    ვიჩჰინა – დათრგუნული;
    უდარანა – მთელი ძალით მოქმედი.
    * უმეცრება ის ველია რომელზეც აღმოცენდებიან დანარჩენი მტანჯველი ფაქტორები. ისინი შეიძლება იყონ მთვლემარე, დასუსტებული, დათრგუნული ან მთელი ძალით მოქმედი;  
  5. अनित्याशुनचदुःखािात्मसु नित्यशुनचसुखात्मख्यानतरनवद्या ॥५॥
    ანიტია’შუჩი-დუკჰა’ნატმასუ ნიტია-შუჩი-სუკჰა’ტმა კჰიატერ ავიდია ანიტია – წარმავალი;
    აშუჩი – არაწმინდა;
    დუკჰა – ტანჯვა;
    ანატმასუ – მატერია, არაცნობიერი;
    ნიტია – მარადიული;
    შუჩი – წმინდა;
    სუკჰა – ბედნიერება;
    ატმა – სული, ცნობიერი კჰიატერ – ხედვა;
    ავიდია – უმეცრება.
    * უმეცრება არის წარმავალის აღქმა მარადიულად, არაწმინდის აღქმა წმინდად, ტანჯვის აღქმა ბედნიერებად, არაცნობიერი სხეულის აღქმა ცნობიერ პიროვნებად;
  6. दृग्दशयिशक्त्योरेकात्मतैवानस्मता ॥६॥
    დრიგ-დარშანა-შაკტიორ ეკატმატევასმიტა
    დრიგ – დამკვირვებელი, მაყურებელი;
    დარშანა – ხედვა;
    შაკტი – ძალა, ენერგია;
    ეკატმატა ივა – თითქოს ერთია;
    ასმიტა – ცრუ ეგო, ცრუ მეობა.
    * ცრუ ეგო არის დამკვირებლის გაიგივება ხედვის იარღთან;
  7. सुखािुशयी रागः ॥७॥
    სუკჰანუშაი რაგაჰ
    სუკჰა – ბედნიერება;
    ანუშაი – მერე, შემდგ;
    რაგა – ნდომა.
    * ნდომა ის არის რაც ბედნიერების განცდის შემდეგ იბადება;
  8. दुःखािुशयी द्वेषः ॥८॥
    დუკჰანუშაი დვეშაჰ
    დუკჰა – უბედურება;
    ანუშაი – მერე, შემდგ;
    დვეშა – არნდომა.
    * არნდომა ის არის რაც უბედურების განცდის შემდეგ იბადება;
  9. स्वरस्वानह नवदुषोऽनप समारूढोऽनभनिवेशः ॥९॥
    სვა-რასა-ვაჰი ვიდუშო’პი სამა რუდჰო’ბჰინივეშა
    სვა-რასა-ვაჰი – საკუთარი ბუნებისათვის დამახასიათებელი;
    ვიდუშა – ბრძენი;
    სამა რუდჰა – ფეხმოკიდებული;
    აბჰინივეშა – არსებობის შეწყვეტის შიში.
    * არსებობის შეწყვეტის შიში ყველას ბუნებაშია და ბრძენთაც კი ახასიათებთ;  
  10. ते प्रनतप्रसवहेयाः सूक्ष्माः ॥१०॥
    ტე პრატიპრასავა-ჰეია სუკშმა
    ტე – ესენი, მტანჯველი ფაქტორები;
    პრატიპრასავა-ჰეია – საწყის მდგომარეობაში დაბრუნებით;
    სუკშმა – ნატიფი.
    * მტანჯველი ფაქტორების დაძლევა შესაძლებელია მათი საწყის, ნატიფ მდგომარეობაში დაბრუნებით;
  11. ध्याि हेयाः तद्वृत्तयः ॥११॥
    დჰიანა-ჰეიას ტატ-ვრიტაია
    დჰიანა-ჰეია – მედიტაციით;
    ტატ-ვრიტაია – ეს ტალღები;
    * ხუთი მტანჯველი ფაქტორის მიერ ცნობიერებაში აღძრული ტალღების დაძლევა მედიტაციის გზით ხდება;
  12. िेशमूिः कमायशयो दृष्ादृष्जन्मवेदिीयः ॥१२॥
    კლეშა-მულა კარმაშაიო დრიშტა’დრიშტა ჯანმა-ვედანიაჰ
    კლეშა – მტანჯველი ფაქტორები;
    მულა – ძირი, სათავე;
    კარმაშაიო – კარმული მიზეზების ერთიანობა;
    დრიშტა ჯანმა – ხილული დაბადება, ანუ ახლანდელი ცხოვრება; ადრიშტა ჯანმა – უხილავი დაბადება, ანუ შემდეგი ცხოვრება;
    * სწორედ მტანჯველი ფაქტორებია ძირი კარმისა, რომლის შედეგები შესაძლოა გამოვლინდეს როგორც მიმდინარე, ასევე მომავალ ცხოვრებაში;
  13. सनत मूिे तनद्वपाको जात्यायुभोगाः ॥१३॥
    სატი-მულე ტად-ვიპაკო ჯატი-აიურ-ბჰოგა
    სატი-მულა – სანამ არის კარმის სათავე;
    ტად-ვიპაკო – იგი მოიტანს შედეგს;
    ჯატი – სიცოცხლის ფორმა, სხეულის ტიპი;
    აიურ – სიცოცხლე, სიცოცხლის ხანგძლივობა;
    ბჰოგა – ტკბობა;
    * სანამ არსებობს კარმის ძირი, იქნება ნაყოფი რომელიც განსაზღვრავს მომავალი ცხოვრების სხეულის ტიპს, სიცოცხლის ხანგძლივობასა და მისაღებ განცდებს;
  14. ते ह्लाद पनरतापफिाः पुण्यापुण्यहेतुत्वात् ॥१४॥
    ტე ჰლადა-პარიტაპა-პჰალა პუნია’პუნია ჰეტუტვატ
    * სხეულის ტიპს, სიცოცხლის ხანგძლივობასა და მისაღებ განცდებს მოაქვთ ტკბილი ან მწარე ნაყოფი ჩადენილი ავისა და კარგის მიხედვით;
  15. पनरणाम ताप संस्कार दुःखैः गुणवृनत्तनवरोिाच्च दुःखमेव सवं नववेनकिः ॥१५॥
    პარინამა-ტაპა-სამსკარა-დუკჰაირ გუნა-ვრიტი-ვიროდჰას ჩა დუკჰამ ევა სარვა ვივეკინაჰ
    * ვისაც გარჩევის უნარი აქვს, ხედავს რომ კარმის ნაყოფი, ტკბილია თუ მწარე, მხოლოდ გუნათა ნამოქმედარია და საბოლოოდ ყველა ტანჯვაა;  
  16. हेयं दुःखमिागतम् ॥१६॥
    ჰეია დუკჰამ ანაგატამ
    * ჯერ კიდევ არაღმოცენებული ტანჯვის აცილება შესაძლებელია;
  17. द्रष्ृदृश्ययोः संयोगो हेयहेतुः ॥१७॥
    დრაშტრ-დრიშიაიო სანიოგა ჰეია-ჰეტუ
    * ამ ტანჯვის მიზეზი ისაა რომ აღმქმელი თავს აიგივებს აღსაქმელთან;
  18. प्रकाशनियानस्थनतशीिं भूतेनियात्मकं भोगापवगायथं दृश्यम् ॥१८॥
    პრაკაშა-კრია-სტიტჰი შილამ ბჰუტენდრია’ტმაკამ ბჰოგა’პავარგარტჰამ დრიშიამ
    * აღსაქმელი შედგება ხუთი ელემენტის, გრძნობებისა და ცნობიერებისაგან. მისი მდგომარეობა სამი გუნითაა განსაზღვრული, ხოლო მისი ერთადერთი დანიშნულებაა იყოს აღქმული;
  19. नवशेषानवशेषनिङ्गमात्रानिङ्गानि गुणपवायनण ॥१९॥
    ვიშეშ-ავიშეშა ლინგამატრა-ალინგანი გუნა-პარვანი
    * გამოუვლენელი, გამოვლენილი, უფორმო და ფორმით ხილული გუნათა მდგომარეობებია;
  20. द्रष्ा दृनशमात्रः शुद्धोऽनप प्रत्ययािुपश्यः ॥२०॥
    დრაშტა დრიში-მატრა შუდჰო’პი პრატიაია ანუპაშიაჰ
    * მართალია აღმქმელი ბუნებით წმინდაა(სად-ჩიტ-ანანდა), მაგრამ რეალობას ხედვის ინსტრუმენტების შეზღუდული შსაძლებლობებით აღიქვამს;
  21. तदथय एव दृश्यस्यात्मा ॥२१॥
    ტად-ართჰა ევა დრიშიასია’ტმა
    * ხილული მხოლოდ მხილველისათვის არსებობს;
  22. कृताथं प्रनतिष्ंप्यिष्ं तदन्य सािारणत्वात् ॥२२॥
    კრიტართჰამ პრატი ნაშტამ აპი ანაშტამ ტად ანია სადჰარანატვატ
    * ხილული ქრება მათთვის ვინც მიზანს მიაღწია, სხვებისათვის კი წარუშლელია;
  23. स्वस्वानमशक्त्योः स्वरूपोप्लनब्धहेतुः संयोगः ॥२३॥
    სვა-სვამი-შაკტიო სვა-რუპო’პალაბდჰი-ჰეტუჰ სანიოგაჰ
    * მცდარი გაიგივების გამო ბატონი თავისი საკუთრების თვისებებს ღებულობს;
  24. तस्य हेतुरनवद्या ॥२४॥
    ტასია ჰეტურ ავიდია
    * ამის მიზეზი უმეცრებაა;
  25. तदभाबात्संयोगाभावो हािं तद्दृशेः कैवल्यम् ॥२५॥
    ტად-აბჰავატ სანიოგაბჰავო ჰანამ ტად-დრიშე კაივალიამ
    * მცდარი გაიგივების დაძლევისას აღმქმელი წუთისოფლის ტყვეობიდან თავისუფლდება  
  26. नववेकख्यानतरनवप्लवा हािोपायः ॥२६॥
    ვივეკა-კჰიატირ ავიპლავა ჰანოპაიაჰ
    * ტანჯვის დაძლევის საშუალება ურყევი სულიერი ხედვა ანუ მატერიისა და სულის გარჩევაა;
  27. तस्य सप्तिा प्रान्तभूनमः प्रज्ञ ॥२७॥
    ტასია საპტადჰა პრანტა-ბჰუმი პრაგია
    * ეს სიბრძნე შვიდი ნაბიჯით მიიღწევა;
  28. योगाङ्गािुष्ठािादशुनद्धक्षये ज्ञािदीनप्तरानववेकख्यातेः ॥२८॥
    იოგანგანუშტჰანად აშუდჰი-კშაიე გიანა-დიპტირ ავივეკა-კჰიატერ
    * იოგას საფეხურების პრაქტიკა ანგრევს უწმინდურებას და ცოდნის ნათელი სულიერ ხედვას იძლევა;
  29. यम नियमासि प्राणायाम प्रत्याहार िारणा ध्याि समाियोऽष्ावङ्गानि ॥२९॥
    იამა-ნიამა’სანა-პრანაიამა-პრატიაჰარა-დჰარანა-დჰიანა-სამადჰაიო’შტავანგანი
    * რვა სფეხურია: იამა, ნიამა, ასანა, პრანაიამა, პრატიაჰარა, დჰარანა, დჰიანა, სამადჰი;
  30. अनहंसासत्यास्तेय ब्रह्मचयायपनरर्ग्हाः यमाः ॥३०॥
    აჰიმსა-სატია-ასტეია-ბრაჰმაჩარია-აპარიგრაჰა იამაჰ
    * იამა არის: არაძალადობა, სიმართლე, არმითვისება, უბიწოება, არამომხვეჭელობა;
  31. जानतदेशकािसमयािवनच्छिाः सावयभौमामहाव्रतम् ॥३१॥
    ეტე ჯატი-დეშა-კალა-სამაიანავაჩჰინა სარვე-ბჰაუმა მაჰა-ვრატამ
    * იამას პრინციპები საყოველთაო დიადი აღქმებია და არაა დამოკიდებული დროზე, ადგილზე და გარემოებებზე;
  32. शौच संतोष तपः स्वाध्यायेश्वरप्रनणिािानि नियमाः ॥३२॥
    შაუჩა-სანტოშა-ტაპას-სვადჰიაიეშვარა-პრანიდჰანა ნიამა
    * ნიამა არის: სიწმინდე, კმაყოფილება, ასკეტიზმი, განათლება და ღმერთზე მინდობა;
  33. नवतकयबाििे प्रनतप्रक्षभाविम् ॥३३॥
  34. नवतकाय नहंसादयः कृतकानरतािुमोनदता िोभिोिमोहापूवयका मृदुमध्य अनिमात्रा दुःखाज्ञािािन्तफिा इनत प्रनतप्रक्षभाविम् ॥३४॥
  35. अनहंसाप्रनतष्ठायं तत्सनििौ वैरत्यार्ः ॥३५॥
    აჰიმსა-პრატიშტჰაიამ ტატ-სანიდჰაუ ვაირა-ტიაგა
    * ის ვინც განმტკიცდა არაძალადობაში – თავის გარშემო ყველა არსებას მტრობას ავიწყებს;  
  36. सत्यप्रनतष्थायं नियाफिाश्रयत्वम् ॥३६॥
    სატია-პრატიშტჰაიამ კრია პჰალაშრაიატვამ
    * ის ვინც განმტკიცდა სიმართლეში – წარმატებისთვის სამიზნე ხდება;
  37. अस्तेयप्रनतष्ठायां सवयरत्नोपस्थािम् ॥३७॥
    ასტეია-პრატიშტჰაიამ სარვა-რატნო’პასტჰანამ
    * სხვისი წილის ხელის არმხლები კეთილდღეობაში დამკვიდრდება;
  38. ब्रह्मचयय प्रनतष्ठायां वीययिाभः ॥३८॥
    ბრაჰმაჩარია-პრატიშტჰაიამ ვირია-ლობჰა
    * უბიწოების აღქმის დამცველი გმირობას იძენს;
  39. अपनरर्ग्हस्थैये जन्मकथंता संबोिः ॥३९॥
    აპარიგრაჰა-სტჰაირე ჯანმა-კათჰანტჰა-სამბოდჰა
    * ვინც უარს ეტყვის მომხვეჭელობას სიკვდილ-სიცოცხლის არსში ერკვევა;
  40. शौचात् स्वाङ्गजुगुप्सा परैरसंसगयः ॥४०॥
    შაუჩამ სვანგა-ჯუგუპსა პარაირ ასატსარგა
    * ის ვინც სიწმინდეს ინარჩუნებს დაცულია ცუდი წრეების გავლენისაგან;
  41. सत्त्वशुनद्धः सौमिस्यैकाग्र्येनियजयात्मदशयि योग्यत्वानि च ॥४१॥
    სატვა-შუდჰი-საუმანასიაეკაგრე’ნდრია-ჯაიატმა-დარშანა-იოგიატვანი ჩა
  42. संतोषातिुत्तमस्सुखिाभः ॥४२॥
    სანტოშად ანუტამა სუკჰა-ლაბჰა
    * კმაყოფილებას არამიწიერი ნეტარება მოსდევს;
  43. कायेनियनसनद्धरशुनद्धक्षयात् तपसः ॥४३॥
    კაიენდრია-სიდჰირ აშუდჰი-კშაიამ ტაპასა
    * ასკეტიზმის გავლენით ყოველი სიბინძურე იწვისა და გრძნობები იწმინდება;
  44. स्वाध्यायानदष्देवता संप्रयोगः ॥४४॥
    სვადჰიაიად იშტა-დევატა-სამპრაიოგა
    * განათლება მფარველ ანგელოსთან გვაკავშირებს;
  45. समानि नसनद्धःीीश्वरप्रनणिािात् ॥४५॥
    სამადჰი-სიდჰირ იშვარა-პრანიდჰანა
    * სრულყოფილი აღქმა მხოლოდ ღმერთის წყალობით მიიღწევა;
  46. नस्थरसुखमासिम् ॥४६॥
  47. प्रयत्नशैनथल्यािन्तसमापनत्तभ्याम् ॥४७॥
  48. ततो द्वङ्द्द्वािनभर्ातः ॥४८॥
  49. तनस्मि् सनत श्वासप्रश्वास्योगयनतनवच्छेदः प्राणायामः ॥४९॥
  50. बाह्याभ्यन्तरस्थम्भ वृनत्तः देशकािसन्ख्यानभः पनरदृष्ो दीर्यसूक्ष्मः ॥५०॥
  51. बाह्याभ्यन्तर नवषयाक्षेपी चतुथयः ॥५१॥
  52. ततः क्षीयते प्रकाशावरणम् ॥५२॥
  53. िारणासु च योग्यता मिसः ॥५३॥
  54. स्वनवषयासंप्रयोगे नचत्तस्य स्वरूपािुकारैवेनियाणां प्रत्याहारः ॥५४॥
  55. ततः परमावश्यता इनियाणाम् ॥५५॥