მაგჰას თვის ზრდადი მთვარის მე-9 დღეს(2021 წლის 21 თებერვალი) აღინიშნება მე-13 საუკუნის უდიდესი წმინდანის, ფილოსოფოსისა და რელიგიური მოღვაწის მადჰვას წასვლის დღე.

მადჰვაჩარია ოთხი ავტორიტეტული სამპრადაიიდან (მოწაფეობრივი ხაზი), ერთ ერთის – ბრაჰმა სამპრადაიის მთავარი აჩარიაა. მან 12 წლის ასაკში დატოვა ოჯახი და განდეგილი ბერის – სანიასის სტატუსი მიიღო. ჰიმალაებში, ბადარიკა აშრამში, თვით ვიასადევას ხელმძღვანელობით შეისწავლა ვედები და მოგვიანებით შექმნა პრასთჰანა ტრაია (კომენტარები ბჰაგავად გიტაზე, უპანიშადებზე და ვედანტა სუტრაზე). მისი ფილოსოფიური დოქტრინა ცნობილია როგორც შუდჰა დვაიტა ვადა და დაფუძნებულია ცოცხალ არსებასა და უზენაეს სახიერ ღმერთს შორის პრინციპულ განსხვავებაზე.

ამ პოზიციიდან მადჰვაჩარია გამანადგურებელ დარტყმებს აყენებდა მონისტებსა და მაიავადებს რომლებიც ქადაგებენ რომ ყოველი ცოცხალი არსება (ადამიანი) თავადაა ღმერთი და ადამიანის დანიშნულებაა მიაღწიოს ზეკაცის მდგომარეობას.