2020 წლის 25 დეკემბერი – გიტა ჯაიანტი!

25 დეკემბერს, 19:00 საათზე, გიწვევთ ბჰაგავად გიტას კითხვაზე. დასასწრებად შედით მისამართზე http://veda.ge და დააჭირეთ წითელ ღილაკს ONLINE MEETING 🔻

ან პირდაპირ გადადით ამ ბმულზე:

https://meet.google.com/wzc-cjia-thz

მარგაშირას თვის ზრდადი მთვარის 11-ე დღეს უწევს მოკშადა (უკვდავების მომნიჭებელი) ეკადაში.

სწორედ ამ დღეს, 5000 წლის წინ, კურუკშეტრას ველზე, ერთმანეთის პირისპირ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისათვის განლაგდა ორი უზარმაზარი არმია.

სწორედ ამ დღეს, ორ ლაშქარს შორის მდგარ სასოწარკვეთილ მეომარს – არჯუნას, უზენაესმა სახიერმა ღმერთმა შრი კრიშნამ გადასცა ღვთაებრივი იარაღი – მარადიულისა და წარმავალის გარჩევის ცოდნა – ბჰაგავად გიტა.

მას შემდეგ მოკშადა ეკადაშზე ზეიმობენ გიტას გამოვლენას (გიტა ჯაიანტი). ამ დღეს ერთგულები იკრიბებიან და ბჰაგავად გიტას კითხულობენ.

შემოგვიერთდით!