ძვირფასო მეგობრებო!2020 წლის 25 ნოემბერს, ოთხშაბათს, არის უტჰანა ეკადაში და შესაბამისად მარხვა. გახსნილება 2020 წლის 26 ნოემბერს, 10:21 – 11:13 საათამდე.

გადადგით ნაბიჯი გაწმენდის გზაზე – დაიცავით მარხვა!

თვეში ორჯერ: ახალი და სავსე მთვარიდან მე-11 დღეს (სანსკრიტზე ამ დღეებს ეკადაში ჰქვია) მარცვლეული და პარკოსნები ძლიერი უარყოფითი ენერგიით ივსებიან. შესაბამისად ეკადაშზე რეკომენდირებულია თავი შევიკავოთ მარცვლეული და პარკოსანი პროდუქტების (პური, ლობიო, ბურღულეული და ა.შ.) მიღებისაგან. ცხადია ამ დღეს (სასურველია სხვა დღეებშიც) არ უნდა მივიღოთ ძალადობრივი პროდუქტები – ხორცი და თევზი. ზოგი იოგი ამ დღეს საერთოდ არ ჭამს, ზოგიერთი კი წყალსაც არ სვამს, ანუ მშრალ მარხვაზეა.

ეკადაშის მარხვა უაღრესად სასიკეთოა სულიერი განვითარებისათვის, ასევე მნიშვნელოვანია მეორე დღეს გახსნილების (მარხვის შეწყვეტის) დროის დაცვა რომელიც გამოითვლება ასტროლოგთა მიერ და მოცემულია სხვადასხვა კალენდრებში.

მარხვის გარდა ეკადაშზე რეკომენდირებულია გაძლიერებული ლოცვა და კეთილ საქმეთა ქმნა. ამ დღეს ქველმოქმედების შედეგი ასმაგდება!