კარტიკას თვის ზრდადი მთვარის მე-11 დღეს (2020 წელს – 25 ნოემბერია) იწყება ხუთდღიანი პერიოდი “ბჰიშმა პანჩაკა”.
კარტიკას თვის ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, კურუკშეტრას ველზე ისრებით დაცხრილულმა ბჰიშმამ სახელოვანი ცხოვრების გზა დიადი ქმედებებით განასრულა:
– უზენაეს ღმერთად, არსთაგანმრიგედ, ყოველ მიზეზთა მიზეზად აღიარა შრი კრიშნა და მას ჩააბარა საკუთარი თავი;
– გამარჯვებულ იმპერატორს გაანდო სახელმწიფოს მართვის ურთულესი ხელოვნება;
– კაცობრიობას დაუტოვა საკუთარი მოვალეობის შესრულების გზით კეთილდღეობის მიღწევის მარადიული ცოდნა.
ყოველივე ამის შემდეგ დიადი გვარის უძლეველმა მეომარმა დატოვა მიწიერი სხეული და ცათა სასუფეველი დაიმკვიდრა.
აღნიშნული ხუთი დღის განმავლობაში რეკომენდირებულია გაძლიერებული ლოცვა, მარხვა და ცხოვრების აზრზე კონცენტრაცია.