2021 წლის 14 დეკემბერი – გიტა ჯაიანტი!!!
14 დეკემბერს 19:00 საათზე გიწვევთ ბჰაგავად გიტას კითხვაზე. დასასწრებად დააჭირეთ წითელ ღილაკს ONLINE MEETING
მარგაშირას თვის ზრდადი მთვარის მე-11 დღეს უწევს მოკშადა – უკვდავების მომნიჭებელი ეკადაში (2021 წელს მარხვა 15 დეკემბერს უწევს – მაჰადვადაშზე).
სწორედ ამ დღეს, 5000 წლის წინ, კურუკშეტრას ველზე, ერთმანეთის პირისპირ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისათვის განლაგდა ორი უზარმაზარი არმია.
სწორედ ამ დღეს, ორ ლაშქარს შორის მდგარ სასოწარკვეთილ მეომარს – არჯუნას, უზენაესმა სახიერმა ღმერთმა შრი კრიშნამ გადასცა ღვთაებრივი იარაღი – მარადიულისა და წარმავალის გარჩევის ცოდნა – ბჰაგავად გიტა.
მას შემდეგ მოკშადა ეკადაშზე ზეიმობენ გიტას გამოვლენას (გიტა ჯაიანტი). ამ დღეს ერთგულები იკრიბებიან და ბჰაგავად გიტას კითხულობენ.
14 დეკემბერს 19:00 საათზე გიწვევთ ბჰაგავად გიტას კითხვაზე.
დასასწრებად დააჭირეთ წითელ ღილაკს ONLINE MEETING