ძვირფასო მეგობრებო,

2021 წლის 15 ოქტომბერს – აშვინის თვის მზარდი მთვარის მეათე დღეს აღინიშნება ვაიშნავური ტრადიციის უდიდესი ფილოსოფოსისა და რელიგიური მოღვაწის, დვაიტა ვედანტას ფუძემდებელი-აჩარიას მადჰვას მოვლინების დღე.

მადჰვაჩარია ოთხი ავტორიტეტული მოწაფეობრივი ხაზიდან, ერთ ერთის – ბრაჰმა სამპრადაიის მთავარი აჩარიაა. მან 12 წლის ასაკში დატოვა ოჯახი და განდეგილი ბერის – სანიასის სტატუსი მიიღო. ჰიმალაებში, ბადარიკა აშრამში, თვით ვიასადევას ხელმძღვანელობით შეისწავლა ვედები და მოგვიანებით შექმნა პრასთჰანა ტრაია (კომენტარები ბჰაგავად გიტაზე, უპანიშადებზე და ვედანტა სუტრაზე). მისი ფილოსოფიური დოქტრინა ცნობილია როგორც შუდჰა დვაიტა ვადა და დაფუძნებულია ცოცხალ არსებასა და უზენაეს სახიერ ღმერთს შორის პრინციპულ განსხვავებაზე.

ამ პოზიციიდან მადჰვაჩარია გამანადგურებელ დარტყმებს აყენებდა მონისტებსა და მაიავადებს რომლებიც ქადაგებენ რომ ყოველი ცოცხალი არსება (ადამიანი) თავადაა ღმერთი და ადამიანის დანიშნულებაა მიაღწიოს ზეკაცის მდგომარეობას.