ეს ლოცვა წარმოთქმულ იქნა სატიავრატა მუნის მიერ ნარადა მუნისა და შაუნაკა რიშთან საუბრისას და ჩაწერილია კრიშნა დვაიპაიანა ვიასას პადმა პურანაში.
კარტიკას თვეში უფალ დამოდარას უნდა ვეთაყვანოთ და ყოველდღიურად აღვავლინოთ ლოცვა დამოდარაშტაკა რომელიც სატიავრატა მუნიმ წარმოსთქვა და უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს უფალ დამოდარას.
(შრი ჰარი-ბჰაქტი-ვილასა, 2.16.198)
1. ნამამიშვარამ საჩ-ჩიდ-ანანდა-რუპამ
ლასატ-კუნდალამ გოკულე ბჰრაჯამანამ
იაშოდა-ბჰიოლუკჰალად დჰავამანამ
პარამრიშტამ ატიანტატო დრუტია გოპია
ვეთაყვანები უზენაეს უფალს რომლის ფორმა მარადისობით, ცოდნითა და ნეტარებითაა აღსავსე, გოკულას ღვთაებრივ სამეფოში სუფევს და ნარნარად მოქანავე ზვიგენის ფორმის საყურეებითაა შემკული. იგი შეშინებული გაურბის დედა იაშოდას წკეპლით რომ მისდევს. სწორედ მას, უზენაეს უფალ დამოდარას, მოკრძალებით ვეთაყვანები.
2. რუდანტამ მუჰურ ნეტრა-იუგმამ მრიჯანტამ
კარამბჰოჯა-იუგმენა სატანკა-ნეტრამ
მუჰუჰ შვასა-კამპა-ტრირეკჰანკა-კანტჰა-
სტიტჰა-გრაივამ დამოდარამ ბჰაქტი-ბადდჰამ
დედის ხელში წკეპლის დანახვისას იგი ტირის და ლოტოსის ხელისგულებით იწმენდს ცრემლებს. თვალები შიშით აქვს სავსე, ხოლო მის ყელზე, ნიჟარის მსგავსად სამი ნაოჭი რომ გასდევს, ტირილნარევი სუნთქვისაგან ირხევა მარგალიტის მძივი. სწორედ მას, უზენაეს უფალ დამოდარას, რომლის სხეული თოკით კი არა დედა იაშოდას წმინდა სიყვარულითაა შებოჭილი, მოკრძალებით ვეთაყვანები.
3. იტიდრიკ სვა-ლილაბჰირ ანანდა-კუნდე
სვა-გჰოშამ ნიმაჯჯანტამ აკჰიაპაიანტამ
ტადიეშიტა-ჯნეშუ ბჰაქტაირ ჯიტატვამ
პუნაჰ პრემატას ტამ შატავრიტტი ვანდე
მისი ბავშვური გართობები გოკულას მცხოვრებთა ენითუთქმელი ექსტაზის წყაროა. ამ გართობებით აჩვენებს იგი უფლის დიდებაზე მოფიქრალ თავის ერთგულთ რომ მისი დაპყრობა მხოლოდ წმინდა სიყვარულითაა შესაძლებელი, რომელსაც ღვთისმოშიში თაყვანისცემის ნატამალიც არ ურევია. უდიდესი სიყვარულით ასიათასჯერ ქედს ვიხრი უფალი დამოდარას წინაშე.
4. ვარამ დევა მოკშამ ნა მოკშავადჰიმ ვა
ნა ჩანიამ ვრინე აჰა ვარეშად აპიჰა
იდამ ტე ვაპურ ნადჰა გოპალა-ბალამ
სადა მე მანასი ავირასტამ კამ ანიაჰ
ჰოი უფალო, შენ შეგიძლია ნებიმიერი კურთხევა გვიბოძო, მაგრამ მე არ გთხოვ არც დიად განთავისუფლებას და არც სხვა სიკეთეს რომლის მიღება ცხრა სახის ერთგული მსახურებითაა შესაძლებელი. ჰოი უფალო, მხოლოდ ერთი მსურს – ჩემი გულიდან ნუ წაშლი ვრინდავანში მყოფ ბალა-გოპალას კურთხეულ ფორმას და არ მჭირდება სხვა გასამრჯელო ამაზე მეტი.
5. იდამ ტე მუკჰამბჰოჯამ ატიანტა-ნილაირ
ვრიტამ კუნტალაიჰ სნიგდჰა-რაკტაიშ ჩა გოპია
მუჰუშ ჩუმბიტამ ბიმბა-რაკტადჰარამ მე
მანასი ავირასტამ ალამ ლაკშა-ლაბჰაიჰ
ჰოი უფალო, დედა იაშოდა კვლავ და კვლავ ამბორით ფარავს ხავერდოვანი კულულების ჩარჩოში მოქცეულ ლოტოსის სახეს და ბაგენი შენი ბიმბას ნაყოფივით მეწამული ხდება. მიყავ სიკეთე ერთადერთი – ნუ დამავიწყებ შენს ხატებას ლოტოსის მაგვარს, ასჯერ ათასი სხვა კურთხევა მე არ მჭირდება.
6. ნამო დევა დამოდარაანანტა ვიშნო
პრასიდა პრაბჰო დუჰკჰა-ჯალბდჰი-მაგნამ
კრიპა-დრიშტი-ვრიშტიატი-დინამ ბატანუ-
გრიჰანეშა მამ აგიანამ ედჰი აკში-დრიშიაჰ
ჰოი უფალო უზენაესო, თაყვანისცემას მოკრძალებულს ჩემსას გთავაზობ. ო დამოდარა, ო ანანტა, ო ვიშნუ, უფალო ჩემო, მხოლოდ ერთი მსურს – კმაყოფილ იყო ჩემი მოქცევით. რახან მომაპყარ მწყალობელი მზერა შენი, გევედრები გადამარჩინე მე უბედური, უვიცი, ბრიყვი, წუთისოფელის მწუხარების ოკეანეში დასახრჩობად გადადებული – ნება მომეცი მუდამ ვხედავდე ხატებას შენსას.
7. კუვერატმაჯაუ ბადდჰა-მურტიაივა იადვატ
ტვაია მოჩიტაუ ბჰაქტი-ბჰაჯაუ კრიტაუ ჩა
ტატჰა პრემა-ბჰაქტიმ სვაკამ მე პრაიოჩჩჰა
ნა მოკშე გრაჰო მე ასტი დამოდარეჰა
ჰოი ბავშვის სახიანო, ხის საცეხველზე მიჯაჭვულო უფალო დამოდარა, შენ მოხსენი ნარადას წყევლა კუვერას ვაჟებს, შენ აქციე ისინი დიად ერთგულებად. ჰოი უფალო, გთხოვ მიწყალობო პრემა-ბჰაქტი – შენდამი უანგარო სიყვარული, მხოლოდ ესა მსურს და სამოთხეში არ მივისწრაფვი.
8. ნამასტე ასტუ დამნე სპჰურად-დიპტი-დჰამნე
ტვადიოდარაიატჰა ვიშვასია დჰამნე
ნამო რადჰიკაიაი ტვადიია-პრიაიაი
ნამო ანანტა-ლილაია დევაია ტუბჰიამ
უფალო დამოდარა, უპირველესად ქედს ვიხრი თვალისმომჭრელად მოელვარე თოკის წინაშე, წელს რომ გიბოჭავს. შემდგომ ამისა ვეთაყვანები შენს წელს, რომელშიც სუფევს მთელი სამყარო. ასევე მოკრძალებით ვეთაყვანები შრიმატი რადჰარანის – შენ რომ გიყვარს ყველაზე მეტად. ხოლო დასასრულს, კიდევ და კიდევ ქედს ვიხრი შენს წინაშე და გეთაყვანები უზენაეს უფალს, უშრეტ წყაროს ღვთაებრივი გართობებისას.