– რა არის კრიშნას ცნობიერება?
– კრიშნა ნიშნავს ღმერთს. კრიშნას ცნობიერება ისედაც არსებობს თითოეულის გულის სიღრმეში, მაგრამ ჩვენი მატერიალურად განპირობებული სიცოცხლის გამო დავივიწყეთ იგი.
– რა ცვლილებები უნდა განიცადოს ადამიანმა?
– არავითარი ცვლილებები, კრიშნას ცნობიერება ჩვენი თავდაპირველი ცნობიერებაა. ამჟამად ჩვენს ცნობიერებას დიდძალი ნაგავი აყრია. იგი უნდა გავწმინდოთ და დაგვრჩება კრიშნას ცნობიერება. ჩვენი ცნობიერება წყალსა ჰგავს. წყალი ბუნებით სუფთა და ანკარაა, მაგრამ ზოგჯერ ტალახი შეერევა ხოლმე. თუ მას გავფილტრავთ და მთელ ტალახს მოვაშორებთ, იგი ისევ პირვანდელ სისუფთავეს დაიბრუნებს და კამკამა გახდება.
მეცნიერება თვითრეალიზაციის შესახებ – ა.ჩ. ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადა